დაკავება საკუთარი ოჯახის წევრის ძარცვის ბრალდებით

საკუთარი ოჯახის წევრის ძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა გორში ორი პირი აიყვანეს. დაკავებულები არიან ბიძა და დისშვილი. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებულს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს და რამდენიმე თვის დაგროვილი პენსია – 980 ლარი გასტაცეს.

დაკავებულები დღეს სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თავად დაზარალებული კი ცემის ფაქტზე დღეს ჟურნალისტებთან აღარ საუბრობს.