დაკავება საფლავების გაქურდვის ბრალდებით

12:29, 24.02.2020

სამეგრელოს პოლიციამ საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სოფლებში – ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში ათი საფლავი გაქურდეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს.

მსგავსი