დაკავება „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით

შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, მინდია ლავასოღლის კი, ბრალი წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 10 პირი დააკავეს ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.