დაკავება ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით

სამართალდამცველებმა ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით ,სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 1973 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ბრალდებული იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის სოფელ ილიაწმინდაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ძარცვავდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მან ასევე აღიარა მიმდინარე წელს მის მიერ სიღნაღის რაიონში ხუთი საცხოვრებელი სახლის ქურდობის ფაქტები. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნაქურდალი ნივთების ნაწილი, მათ შორის ორი სანადირო თოფი, ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.