დაკავება ქურდობის ბრალდებით

თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ისინი წარსულში არიან ნასამართლევი ამავე ბრალდებით. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის დეკემბერში კახეთის რეგიონში, თვითმომსახურების 11 ავტოსამრეცხაოდან თანხა მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.