დაკავება ქრთამის მიცემის ფაქტზე

ქრთამის მიცემის ფაქტზე, გარემოს ზედამხედველობითი დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერია დაკავებული. გამოძიების ცნობით, მან აგვისტოს თვეში, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ოფიცერს, იმის სანაცვლოდ, რომ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, მორიგეობისას უკანონოდ მოპოვებული ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები არ შეემოწმებინა, ქრთამის სახით 1800 ლარი შესთავაზა, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.