დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

15:05, 13.05.2026

კორუფციის ბრალდებით ორ მუნიციპალიტეტში სამი პირი დააკავეს. მათ შორის მუნიციპალიტეტის მერის ორი წარმომადგენელია. პირველ შემთხვევაში კორუფციული დანაშაული გამოვლინდა ადიგენში, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ხოლო ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე – ერთი მოქალაქე. მეორე კორუფციული ფაქტი კი წალკის მუნიციპალიტეტში მოხდა, სადაც ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი. განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაკეთდა.

მსგავსი