დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით

15:42, 21.12.2019

ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი სპეციალისტია დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა აზერბაიჯანის მოქალაქეს, ელექტროშოკის აპარატით, უკანონო თევზჭერის მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, 1 000 ლარი გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე  მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საჯარო მოხელეს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი