დაკავება, ქორწინების მიზნით, ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით

პოლიციამ, ქორწინების მიზნით, ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა.