დაკავებულია პირი, რომელმაც ქეთევან დედოფლის გამზირზე პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა მამაკაცმა გუშინ ღამით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.