დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების ფაქტზე
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის Instagram-ის მეშვეობით სხვადასხვა პირთან მიმოწერებს აწარმოებდა, რა დროსაც მათ მიერ გადმოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა. ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს, ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.