დაკავება ოჯახური ძალადობის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გორში 1982 წელს დაბადებული პირი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს, 1993 წელს დაბადებულ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.