სამართალდამაცავებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მეგობარ ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მასზე ფიზიკურად იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, მჭიდი და ხუთი ვაზნა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.