დაკავება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. 26 წლის ახალგაზრდა პოლიციამ ფონიჭალის დასახლებაში აიყვანა. გამოძიება მას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

ჩხრეკისას 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ექვს წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.