განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს. ისინი წარსულში ნასამართლევი, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები არიან.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეტადონი“, „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.