პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის” ტერიტორიაზე, ბრალდებულის ხელბარგის შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების – „მეტადონისა“ და „ბუპრენორფინის“ შემცველი 1 245 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.