დაკავება ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის 

ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის კახეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია. მისი პირადი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.