კახეთის პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა. ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „მეტადონი”, „მეფედრონი” და „ტეტრა ჰიდრო კანაბინოლი“.
დაკავებულის მიერ მითითებული ადგილებიდან სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით, ასევე, ამოიღეს მის მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკიც. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.