დაკავება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით

პოლიციამ ბოლნისში ნარკოტიკი ამოიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაკავებულია 1964 წელს დაბადებული პირი, რომელსაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 14 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.