დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს უკანონოდ გადასცა „მეტადონის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ის ასევე უკანონოდ ინახავდა. დანაშაული 17 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.