დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით – ბრიფინგი შსს-ში

15:03, 15.07.2026

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს – მათ შორის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათგან 59 პირი ნარკორეალიზაციის სქემაში სხვადასხვა ფორმით იყო ჩართული. სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი რაოდენობით: „მეტადონი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი