დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სამართალდამცავებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სარფის ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად არის ამოღებული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.