დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთი ყაზახეთის მოქალაქეა. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული ათ გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და 40 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორი.

ბრალდებულის განცხადებით, მას ნარკოტიკულ საშუალებას სარეალიზაციოდ ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე აწვდიდა, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 43 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.