განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის რუსთავში ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 185 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ის წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.