შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს მცენარე კანაფის 209 ძირი, ასევე „მარიხუანა“ და „ბუპრენორფინი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.