დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქეები დააკავეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“, ასევე მცირე ზომის ელექტროსასწორი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.