დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალის“ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.