დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან რუმინეთის, ერითრეასა და იორდანიის მოქალაქეები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.