ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს კიდევ ერთი პირი. გამოძიების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი თბილისში, ქვეითად გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ოც შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.