ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი გრანულები, ფხვიერი მასა, აბები და გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ასევე ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და ფული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.