დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ თბილისში რვა პირი დააკავა. სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“ „ალფა-პვპ“ „გამომშრალი მარიხუანა“ და „მეტადონი“. დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.