დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

 მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა 2 000 წელს დაბადებულ პირზე და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტროსასწორი. დანაშაულები რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.