კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ფერმის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრენორფინი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.