სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 200 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.