დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ბრალდებით, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით შვიდი პირი დააკავა.

დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები ბუპრენორფინი“, „ჰეროინი“ „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.