დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს. ხოლო 17 ლოკაციიდან ამოღებულია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.