დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, პოლიციამ ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან, ორ შეკვრად დაფასოებული 12 კილოგრამამდე მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული ოც წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.