დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

21:05, 25.08.2026

სახლებში და ავტომანქანების საბურავებში დამალული დიდი ოდენობით ნარკოტიკები – გახსნილია ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი საქმე. სპეცოპერაცია რუსთავში ჩატარდა. ამოღებულია ათეულობით კილოგრამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რომელთა რეალიზაცია სხვადასხვა გზით იგეგმებოდა. ბრალდებულები უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.

ბოლო დღეებში სამართალდამცავებმა ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე კიდევ 24 ადამიანი დააკავეს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, საქმის ფუგურანტები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ინტერნეტაპლიკაციით და ე.წ. დადების გზით ჰყიდდნენ. ბრალდებულებს ნარკოტიკული ნივთიერებების დათესა-მოყვანისთვის სათბურებიც ჰქონდათ მოწყობილი.

მსგავსი