დაკავება მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობისთვის

15:18, 07.12.2022

გერმანიაში მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილე 25 ადამიანი დააკავეს. როგორც ტელეკომპანია „ბიბისი“ იუწყება, დაკავებულებს შორის არიან ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები და ყოფილი სამხედრო ფიგურები. ასევე, რუსეთის ერთი მოქალაქეც.

გერმანული მედიის ცნობით, შეთქმულების მონაწილეები გერმანიის პარლამენტის შენობაში შეჭრასა და ხელისუფლების ძალის გამოყენებით შეცვლას გეგმავდნენ. გეგმის ნაწილი იყო ძალაუფლებაში 71 წლის პრინც ჰაინრიხ XIII-ის მოყვანა. გერმანიის პროკურატურის ცნობით, სამართალდამცავებმა რეიდები 11 სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან ექსტრემისტული დაჯგუფება „რაიხის მოქალაქეების“ წევრებიც. როგორც ცნობილია, ეს ჯგუფი გერმანიის მოქმედ მთავრობას არ აღიარებს.

მსგავსი