დაკავება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით
ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ერთი პირი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.