დაკავება მიწის ნაკვეთის უკანონოდ დაუფლების ბრალდებით

დაკავებულია პირი, რომელიც დიდი ოდენობის მიწის ნაკვეთებს უკანონოდ დაეუფლა. ის ჯგუფურად მოქმედებდა, რა დროსაც ყალბი დოკუმენტები დაამზადა და გამოიყენა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია სახელმწიფოს კუთვნილ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის სამ ნაკვეთზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.