სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დააკავა. მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, ორი უცხო ქვეყნის. მათ საქართველოდან თურქეთში მიგრანტის სატვირთო ავტომანქანით (ფარულად) გადაყვანის მომზადებას ჯგუფურად გაუწიეს ორგანიზება, რის სანაცვლოდაც დიდი ოდენობით თანხა აიღეს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.