დაკავება მიგრაციის წესების დარღვევის გამო

მიგრაციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

საუბარია ირანის, იორდანიის, ერაყის, პაკისტანისა და ინდოეთის მოქალაქეებზე. ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.