დაკავება მიგრაციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე

მიგრაციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის, ირანის, ერაყის, ნეპალისა და ეგვიპტის ჯამში ექვსი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ. დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც ისინი დააკავეს. ამ დროისთვის დაკავებულები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან, საიდანაც საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ.