დაკავება მიგრაციის კანონის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, თურქეთის, ირანის, ინდოეთის, ერაყის და ეგვიპტის – ჯამში ექვსი მოქალაქე დააკავეს.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ და ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით. დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, რის შემდეგაც მათ საკუთარ ქვეყნებში დააბრუნებენ.