დაკავება მცირეწლოვანზე ძალადობის ფაქტზე

15:20, 15.11.2025
საქალაქო სასამართლომ მცირეწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში ძიძამ ერთი წლისა და ექვსი თვის მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი