დაკავება მარნეულში მომხდარი დანაშაულის ფაქტზე

18:12, 08.11.2025

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ამასთან, ამავე საქმეზე, კიდევ ერთ პირს, რომელიც შეკვეთილი მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 7 ნოემბერს დააკავეს, ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინება.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მას მუქარით მოსთხოვა 50 ათასი დოლარის თურქეთში ჩატანა. თანხის გადახდაზე უარის მიღების შემდეგ, მამედოვმა საქართველოში მცხოვრებ სამ პირს 10 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაუკვეთა ბიზნესმენის ავტომანქანების ნაწილების მაღაზიის ფასადის დაზიანება. აღნიშნულმა პირებმა დავალება სისრულეში მოიყვანეს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანეს მაღაზიის მინის ფასადი. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

მსგავსი