დაკავება კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე
პროკურატურამ პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევისა და კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავა. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, დაზარალებულისგან მოტყუებით მოიპოვა სოციალური ქსელის, FACEBOOK-ის პაროლის აღსადგენი კოდი, უკანონოდ შეაღწია მის პროფილზე და დაზარალებულის მესამე პირთან პირადი ხასიათის მიმოწერას გაეცნო. დაკავებულის ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.