დაკავება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 

12:25, 28.09.2026

თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ერთ-ერთ ელექტრონულ პლატფორმაზე სხვისი პირადი მონაცემების გამოყენებით ელექტრონული საფულის ანგარიში შექმნა. შემდგომში იგი უნებართვოდ ჩაერია კომპიუტერულ სისტემაში და სხვა ანგარიშიდან მის მიერ შექმნილ ელექტრონულ საფულეზე მართლსაწინააღმდეგოდ დააგენერირა და ასახა 73 000-მდე ლარი, რომელიც შემდგომ თავადვე განკარგა. დაკავებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი