დაკავება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით
თბილისში, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალდამცველებმა მანამდე მანანა გიორგობიანი და კიდევ 4 პირი აიყვანეს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა თბილისში 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის ორ თანამშრომელზე რამდენიმე პირთან ერთად ჯგუფურად იძალადა.
შეგახსენებთ, რომ მანჩო გიორგობიანისა და ამ საქმეზე დაკავებული კიდევ ოთხი პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.